|
2021-07-20 12:55:02, 855 ნახვა
საზოგადოება
22 ივლისს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
22 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება.- ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს. უწყების ცნობით, დასაქმების ფორუმზე 15-ზე მეტი ადგილობრივი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესკომპანია ვაკანსიებს წარმოადგენს. წარმოდგენილი იქნება შრომის ბაზარზე აქტიური 200-მდე ვაკანსია მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებიდან. „სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ექნებათ ფორუმის მსვლელობისას უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისაან მიიღონ სრული ინფორმაცია სასურველი ვაკანსიის თაობაზე და თავადაც წარმოაჩინონ საკუთარი უნარები. დამსაქმებლები კი მოთხოვნების შესაბამისად სასურველ კანდიდატებს შეარჩევენ. ზუგდიდის დასაქმების ფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ჩართულობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. დასაქმების ფორუმი ერთდღიანია და დადიანების სასახლის ეზოში (ღია სივრცე) ჩატარდება. მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1ა. დასაწყისი: 11.00 საათი, ხანგრძლივობა 3 საათი დასაქმების ფორუმი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება.’’. - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 2021 წელს, საქართველოს მასშტაბით, სულ 7 (შვიდი) დასაქმების ფორუმი ჩატარდა: ბათუმი - 2; ახალციხე - 1; გორი- 1; ქუთაისი - 1; თბილისი -2 (სამგორის და გლდანის რ-ი).
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)