|
2021-07-19 18:24:35, 564 ნახვა
საზოგადოება
„ნართები“ ბათუმში!
23 ივლისს, 20.00 საათზე ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ნართები“ წარსდგება განახლებული პროგრამით ქ. ბათუმის მაყურებლის წინაშე. კონცერტი ჩატარდება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. პროგრამა (გაგრძელდება 1.30 საათი) წარმოდგენილია ოსური, ქართული და აფხაზური ცეკვებით და სიმღერებით. ანსამბლ „ნართების“ სამხატვრო ხელმძღვანელის, გოგიტა თათულაშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოს ოკუპაციის პირობებში, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს და არ მიეცეს დავიწყებას ოსური ხალხური სიმღერები და ცეკვა: „ჩვენს პროგრამაში წარმოდგენილია, როგორც ქართული, ასევე ოსური ხალხური ცეკვა-სიმღერა. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა მაყურებელმა გაიზიაროს ის სითბო და სიყვარული, რომელიც აკავშირებს ორ ძმობილ ხალხს - ოსებს და ქართველებს. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციებს“. ანსამბლის კონსულტანტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი ომარ ხუბაევი მოხარულია, რომ „ნართების“ კონცერტი იმართება აჭარაში: „აჭარამ ქართულ კულტურას ბევრი შესძინა, დიდი წვლილი შეიტანა. აჭარა ჩემთვის არის ერთ-ერთი საყვარელი კუთხე, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ შევხვდეთ ჩვენ მეგობრებს, აჭარლებს, შევეგებოთ მათ ახალი კონცერტით. ძალაინ მიყვარს ბათუმი, ჩვენი მეგობრობა უნდა გაგრძელდეს!“, - განაცხადა ხუბაევმა. ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები და ბათუმის საზოგადოება.
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)