|
2021-07-15 18:33:04, 776 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლები სამსახურის თანამშრომლები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ,,სინოფარმითა“ და ,,სინოვაკით“ პირველადი ვაქცინაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია, როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებისთვის. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ,,იმუნიზაცია აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რაც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს განაპირობებს, როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე მთლიანად ქვეყანაში. ამასთან, ვაქცინა მოგვცემს საშუალებას კვლავ შეზღუდვების გარეშე ვიცხოვროთ და შევასრულოთ ჩვენი სამსახურებრივი მოვალეობა“, - აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ. საყოველთაო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 485 პირს (სურვილის მიხედვით თანამშრომელთა ოჯახის წევრებს) ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ პირველადი ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდათ ფინანსთა სამინისტროს სისტემის - ცენტრალური აპარატის, საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურის, სსიპ საფინანსო - ანალიტიკური სამსახურის, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს. აღნიშნული პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მიმდინარეობს და რეგიონებშიც გაგრძელდება.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)