|
2021-07-15 10:55:31, 953 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ჩეხეთის კარიტასმა პულსოქსიმეტრები გადასცა
კოვიდ 19 ბრძოლის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ჩეხეთის კარიტასმა პულსოქსიმეტრები გადასცა. ჩეხეთის კარიტასი აგრძელებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. აღნიშნული სამედიცინო ინვენტარი განკუთვნილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების, ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებისთვის. პულსოქსიმეტრების გადაცემა Visegrad-ის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილია. ღონისძიებას ჩეხეთის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი თავდიშვილი ესწრებოდნენ. „მოხარული ვარ, რომ იმ სამედიცინო ინვენტარის უზრუნველყოფა შეგვიძლია, რომელიც სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრისათვის არის საჭირო. კოვიდპაციენტებისთვის სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი, შესაძლოა, სამედიცინო ინტერვენციის საჭიროების ერთ-ერთი ადრეული ნიშანი იყოს,“ – განაცხადა იან ბლინკამ.
პროექტს ჩეხეთის კარიტასი 2021 წლის იანვრიდან ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის კარიტასი საქართველოში, მუდმივად თანამშრომლობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან და კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვის მიმართულებით, მათ არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული.
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რუმინეთის საგარეო - რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირისკენ გზის მიმართ სრულად ერთგული რჩება
კობახიძე - ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)