15:16 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-13 11:55:02, 633 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - ორჯერ ვაქცინირებულებში არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორჯერ ვაქცინირებულ პირებში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, ორჯერ ვაქცინირებულებში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 0.3%-ს შეადგენს.

„რაც შეეხება ინფიცირების რაოდენობას ორჯერ ვაქცინირებულებში, ჩვენი მონაცემებით, ეს არის 0,3%, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია. არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციისგან 100%-ით არც ერთი ვაქცინა არ გვიცავს, მათ შორის, არც „ფაიზერი“, არც „მოდერნა“, არც „სინოფარმი“ და არც „სინოვაკი“. ინფიცირება შესაძლოა დადგეს, მაგრამ დადგება იშვიათ შემთხვევაში, თუმცა შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა. ეს არის ყველაზე დიდი დაცვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics