14:38 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 18:31:29, 1053 ნახვა

საზოგადოება
ნინო ლომჯარია განმარტავს, რა საკითხებზე ისაუბრა პრეზიდენტთან შეხვედრაზე

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განხილული იყო 5-6 ივლისის მოვლენები.

ასევე განხილვის საკითხი იყო მთავრობის პასუხსიმგებლობა და პოლიციის უმოქმედობა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ერთი-ერთზე ვისაუბრეთ და იყო ღია საუბარი.

მე ვერ ვისაუბრებ პრეზიდენტის პოზიციაზე, თუმცა ჩემი მხრიან იყო დაყენებული ყველა ის საკითხი, რაზეც შესვლის დრო ვისაუბრე, ჩემი აზრით, განვითარებული მოვლენებში თავისი წვლილი ჰქონდა ხელისუფლების პოზიციას, პოლიციის ქმედებებს, ასევე ვესაუბრე, რომ აუცილებელია დაიწყოს დევნა ორგანიზატორების მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლით და ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რასაც ესეთ დაჯგუფებები უქმნიან ქვეყანას.

შემიძლია იმის თქმა, რომ პრეზიდენტი ძალიან შეწუხებულია მომხდარის გამო, თუმცა მის ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ, ჩემი მხრიდან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება არ ყოფილა, თუმცა პრეზიდენტთან ვისუაბრე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელიც დღეს გააკეთა.

ეს იყო განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ დემოკრატიულ პრინციპებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics