|
2021-07-11 20:01:25, 644 ნახვა
საზოგადოება
ინგა გრიგოლია - ლექსოს დავუკრათ ტაში, რომ გაიგოს დაყრუებულმა ღარიბაშვილმა, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს
ხმამაღალი ტაში დავუკრათ ლექსოს, დაყრუებულმა ღარიბაშვილმა იქნებ გაიგოს მწვანე შუქი რომ აუნთო მოძალადეებს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტთან სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ქართული მედიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მოაწყო. „მეგობრებო ჟურნალისტები არასდროს ითხოვენ აპლოდისმენტებს, არც არავინ უკრავს ტაშს, მაგრამ ლექსოს დავუკრათ ყველამ ერთად ტაში, ლექსო შეეწირა საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას, ხმამაღალი ტაში დავუკრათ. დაყრუებულმა ღარიბაშვილმა იქნებ გაიგოს, მწვანე შუქი რომ აუნთო აქ მოძალადეებს. იმ დღეს ხელისუფლებამ მოაწყო სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ, არავის გვჯერა არავინ ვართ ბრიყვები რომ ეს შავრაზმული ჯგუფების დაგეგმილი იყო, ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ქართული მედიის წინააღმდეგ. თქვე არაკაცებო თქვენ, მეგონა ისე მოვკვდებოდი, რომ ჩემ სათქმელს მხოლოდ მიკროფონიდან ვეტყოდი მაყურებელს, მეც არ მჯერა ამდენი ხალხის წინაშე პოლიტიკური მოთხოვნით რომ გამოვდივარ: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, მიყვეს ყველა მოძალადე ვინც ეს დაგეგმა, გადადექით სირცხვილია, ახალგაზრდები ხართ, შვილები ხომ გეზრდებათ“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, გარდაიცვალა. ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსვერპლი გახდა, რომელსაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)