|
2021-07-06 17:11:31, 917 ნახვა
საზოგადოება
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ქ.თბილისის საკრებულოსა და გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ქ.თბილისის საკრებულოსა და გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 8 ივლისს, თბილისში, გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია გახსნის. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მიმართავენ. ფორუმი სამ საათს გაგრძელდება და გლდანის პროფესიულ კოლეჯში, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაიმართება. ადგილზე 25 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს კომპანია შრომის ბაზარზე აქტიურ 500-მდე ვაკანსიას წარმოადგენს. სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იქნება. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. დასაქმების მსურველებს მათთვის სასურველი სამსახურის მოძიების საშუალება ექნებათ, კომპანიები კი სასურველი ადამიანური რესურსის შერჩევას შეძლებენ. დასაქმების ფორუმი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება. ფორუმი გლდანის რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მის: ქ.თბილისი; გლდანის მე-5 მკრ. რ-ნი; ი. ვეკუას ქუჩა N44 (გლდანის პროფესიული კოლეჯი) საკონტაქტო პირი: ლალი გალუმაშვილი - (+995) 595 055 750
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)