|
2021-07-05 13:36:21, 734 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლიდნენ
თბილისის რიგით მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი დასრულდა. ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც 11 ქვეყნის 32 ფილმი მონაწილეობდა, ჟიურიმ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა: ფესტივალის გრან პრი - I'm here / Film by Julia Orlik / Animation, The Polish National Film, Television and Theatre School in Lodz / POLAND; საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - The Dregs / Film by Yuval Nitzan / Short Fiction, The Jerusalem Sam Spiegel Film School / ISRAEL; საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Skyscraper / Film by Davit Shekriladze / Animation, TAFU / GEORGIA; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - Lazare / Film by Levan Chkonia / Documentary, TAFU / GEORGIA; - პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის - Sea by the river and the river by the sea / Film by Sovran Nrecaj / Short Fiction, Sarajevo Film Academy / BOSNIA AND HERZOGOVINA; ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი - Mila / Film by Salome Vepkhvadze / Short Fiction, TAFU / GEORGIA. ფესტივალზე 2-დღიანი ვორქშოფით წარდგა გერმანიაში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორმა ზაზა რუსაძე, რომელმაც 11 ფილმის პროექტი დაამუშავა ავტორებთან ერთად და ფიჩინგ ფორუმზე წარუდგინა ჟიური. ფიჩინგ ფორუმის პირველი ადგილი მოიპოვა - გაბრიელ ხოტივარის „კატაბაზისმა“, მეორე ადგილი - გიორგი გეთიაშვილის „კახაბერმა“, მესამე ადგილი - სალომე ვეფხვაძის „ბედის მწერლებმა“. გამარჯვებულებს თბილისის მერიის ხელშეწყობით ფულადი ჯილდოები გადაეცათ მომავალი ფილმის პროექტის დასახვეწად და ე.წ. თიზერის შესაქმნელად, რაშიც გამარჯვებულებს ტექნიკურ დახმარებას ფესტივალის მეგობარი კინოკომპანია „ჯაგაგრიპი“ გაუწევს. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ინდუსტრიული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა: გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ბადენ ვიურტემბერგის კინოაკადემიის პროფესორის, კლაუდია მესემერის ორდღიანი ინტენსიური ვორქშოფი სცენარის განვითარებაში; პროექტი AMIRANI TALKS, რომლის ფარგლებშიც სალომე ჯაშის, თინათინ კვინიკაძის, პაატა გოძიაშვილის და დავით ფირცხალავას მასტერკლასები ჩატარდა. ფესტივალი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, თბილისის მერიის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტის, კინოთეატრ „ამირანისა“ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)