11:37 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 13:19:46, 705 ნახვა

საზოგადოება
„რიონის ხეობის მცველები“ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე, დედაქალაქში მოდიან

„რიონის ხეობის მცველები“ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე, თბილისში მოდიან.

როგორც „პუბლიკას” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა განუცხადა,  აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიან და აპირებენ, რომ დაესწრონ დაგეგმილ პარაკლისს. 

„დიახ, მოვდივართ, დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა [პრაიდის წინააღმდეგ]. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა დროს წავიდნენ და აბსოლუტურად მრევლზე მოწოდება როგორც კი გაკეთდა, ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენც… ვარლამიც მოდის, რასაკვირველია, კახაც. პრაიდის წინააღმდეგ ჩვენ გამოვთქვით წერილობითი აზრი, პრაიდის იდეა პირდაპირ ეწინააღმდეგება.

ჩვენი ადგილი ძალადობრივი ჯგუფების გვერდით არ არის, ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების მიხედვით მივდივართ აბსოლუტურად მშვიდობიან აქციაზე. არასოდეს ვყოფილვართ ძალადობრივი ჯგუფების გვერდით და არცერთი ძალდობრივი ჯგუფის მოწოდებაზე არსად არ გაუვლია, ჩვენ როგორც მართმადიდებელი მრევლი და ხალხი, რომელთაც აქვთ პრაიდთან დაკაშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია, მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად“, - აცხადებს მარიტა მუსელიანი „პუბლიკასთან“ საუბრისას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics