|
2021-07-05 12:39:55, 364 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, პროგრამით „დანერგე მომავალი“ გაშენებული კაკლის ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერეს. „რეგულარულად დავდივართ რეგიონებში; სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, თითოეულ რეგიონს საკუთარი პოტენციალი აქვს. შიდა ქართლი განსაკუთრებით აღსანიშნავია; ის, კახეთის რეგიონთან ერთად, ერთ-ერთი ლიდერია პროგრამაში „დანერგე მომავალი”. სწორედ პროგრამის მხარდაჭერით გააშენა კომპანიამ „აგროფცა” კაკლის ახალი პლანტაცია. კაკალი პოპულარული კულტურაა, რომელიც, ბოლო წლებია, ინტენსიურად შენდება საქართველოში. „აგროფცას” პლანტაცია საოკუპაციო ხაზთან არის გაშენებული, აქედან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორია ოკუპირებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფო პროგრამების თანადაფინანსებას მომავალ წლებში და ის ამბიციური მიზანი, რომ მეხილეობის ექსპორტმა ათ წლიან პერსპექტივაში, დაახლეობით, მილიარდი დოლარი შეადგინოს, აბსოლუტურად რეალისტური იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. პროგრამით „დანერგე მომავალი“ კაკლის ბაღი შპს „აგროფცამ“ 15 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 79,000 ლარს აღემატება. შპს „აგროფცამ“ სახელმწიფოს მხარდაჭერით კაკლოვანი კულტურების შემნახველი მეურნეობაც მოაწყო; გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება 576,000 ლარს აღემატება, შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა კი, 890,000 ლარს აჭარბებს. პროგრამით „დანერგე მომავალი“, ქვეყნის მასშტაბით, კაკალის ბაღი 3,231 ჰა-ზე გაშენდა, დაფინანსება 15.7 მილიონ ლარს აჭარბებს; მათ შორის, შიდა ქართლში კაკალი 576 ჰა-ზე გაშენდა, დაფინანსება 2.9 მილიონ ლარზე მეტია.
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)