|
2021-07-02 17:59:09, 935 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება. მისივე თქმით, მომდევნო დღეებში საქართველოში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები და ყველა ადამიანი, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, იქნება აცრილი. „კვირას, დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლომდე ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები. ვიწყებთ „სინოფარმით“. ხვალიდან გაიხსნება რეგისტრაცია „სინოფარმზე“. მომავალი ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეთა აქტივობა ჯავშნებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის შემდგომ, დაემატება და გაფართოვდება შესაბამისად „სინოვაკით“ და ასევე გაგრძელდება აცრები 10-12 კვირა პირველი აცრიდან „ასტრაზენეკათი“. ამ დღეებში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და ყველა ადამიანი, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, იქნება აცრილი. შემდგომ, როცა ძირითადი დოზა შემოვა „ასტრაზენეკასი“, ყველა ადამიანი იქნება აცრილი, ვისაც მეორე დოზა სჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)