|
2021-07-02 13:11:37, 827 ნახვა
საზოგადოება
ბათუმთან ერთად ქობულეთის ტურების სახელმძღვანელოც შეიქმნება
ქობულეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით თემატური ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელო მუშავდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წიგნთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ქობულეთში გამართა, სადაც პროექტში ჩართულ გიდებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად ტურების პირველადი ვარიანტები განიხილა. ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოში 5 დამუშავებული ტური შევა, სადაც ქალაქთან ერთად ქობულეთის საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობები, აქტივობები, ტრადიციები და ადგილები აისახება. ქობულეთის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელო ბათუმის მსგავსად სამენოვანი იქნება. მის შემუშავებაში დარგის სპეციალისტებთან ერთად 5 ადგილობრივი გიდია ჩართული. „ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოები რეგიონში მოქმედი გიდების ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით იქმნება. მასში შესული პრაქტიკული ტურები თავისი ელექტრონული რუკებით, ფოტოებითა და ინფორმაციებით დაეხმარება დამწყებ და მოქმედ გიდებს უკეთ წარმოაჩინონ ბათუმი და ქობულეთი. გარდა ამისა, ის ხელს შეუწყობს უკვე არსებული პრაქტიკული ტურების გამრავალფეროვნებას და განვითარებას. სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია. მასში 20-მდე გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული. ბათუმისა და ქობულეთის ტურების სახელმძღვანელოებით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს უკვე წლის ბოლოსთვის შეეძლება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)