|
2021-07-02 12:58:34, 980 ნახვა
საზოგადოება
ჯიღაურას ბაზაზე თუთის 40-მდე დაავადებისადმი რეზისტენტული ფორმაა მოძიებული და დაცული
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, თუთის სადემონსტრაციო ნაკვეთში ახალი ფორმების გაშენება მიმდინარეობს. აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური, 2014 წლიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად ახორციელებს ექსპედიციებს და კვლევებს ფიტოპლაზმური დაავადებების მიმართ რეზისტენტული თუთის ფორმების მოძიების, შესწავლის, გამრავლების და გავრცელების მიმართულებით. ამ ეტაპისთვის მოძიებული და თუთის საკოლექციო ნაკვეთში დაცულია თუთის 40-მდე რეზისტენტული ფორმა. თუთის კულტურის შესწავლის მიზნით, აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური, სხვადასხვა კვლევას ახორციელებს, მათ შორის უვირუსო ნერგის მიღების მიზნით სრულიად ახალი მეთოდის დანერგვას და თუთის ნერგების დაჩქარებული მეთოდით მიღებას. ამ ეტაპზე მეცნიერები თუთის ინ-ვიტრო მცენარის გამოყვანის მიმართულებით აგრძელებენ მუშაობას. საქართველოში თუთა მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მას ძირითად აბრეშუმის ჭიის საკვებ ბაზად იყენებენ, თუმცა ასევე აქტიურად გამოიყენება ეროზიის საწინააღმდეგოდ და ქარსაფარ ზოლებში, მისი ღრმად განვითარებული ფესვთა სისტემის და ტოტების სწრაფი ზრდის გამო. ჯიღაურას ბაზაზე, თუთის საკოლექციო ნაკვეთის გარდა, გაშენებულია სადედე-საკალმე და სადედე-სათესლე სანერგე, სადაც საშუალოდ 500-1000 ნერგის გამოზრდაა შესაძლებელი. დაგეგმილია თუთის ინტენსიური პლანტაციის გაშენება და ბიომასის გადამუშავებით საწვავი ბრიკეტის მიღება.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)