|
2021-07-01 16:44:31, 576 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ჩვენ მივიღეთ კანონი აკვაკულტურის შესახებ, რაც იყო ამბიციური გარღვევა
„ჩვენ მივიღეთ კანონი აკვაკულტურის შესახებ. ეს იყო ამბიციური გარღვევა. ახლა ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა ამ კანონის შესრულება, რომლის შედეგადაც ჩვენ შიგა წყლების რესურსებს სრულად გამოვიყენებთ. საქართველო, მხოლოდ შიგა წყალსაცავებში, დაახლოებით, 20 000 ტონამდე თევზის და ზღვის პროდუქტების წარმოების შეძლებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, რომ შიდა მოთხოვნა, დაახლოებით, 70%-ით დავაკმაყოფილოთ“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს საზღვაო სივრცეში და შიგა წყალსატევებში ძირითად სარეწაო ბიორესურსების შეფასებას და პროგნოზირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელებს; ასევე, თევზის რესურსების ინვენტარიზაციას, პერსპექტიული თევზის სახეობების და წყლის ეკოსისტემების ფონდის განსაზღვრას, თევზის რესურსების მდგომარეობის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ შეფასებას, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს საზღვაო მარიკულტურის პოტენციალის ამაღლებას, წარმოების მოცულობის გაზრდას და ზღვის პროდუქტების იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას. მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამმუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა წარადგინა.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)