|
2021-07-01 16:43:23, 447 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა იყოს აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი, რომელსაც თანამედროვე სტანდარტები ითვალისწინებს
„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა. „ჩვენ გვჭირდება პირველადი წარმოების დასაბინავებლად შესაბამისი გადამმუშავებელი სიმძლავრეები, შემნახველი ინფრატრუქტურა, შესაფუთი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ინვესტიციები, რადგან საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა იყოს აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი და ისეთი ფორმით მიწოდებული ბაზარზე, რომელსაც თანამედროვე სტანდარტები და თანამედროვე მოთხოვნები ითვალისწინებს“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აგრარული დარგის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყანაში ფუნქციონირებს თანამედროვე მეურნეობები და საწარმოები; სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია იაფი ფულადი რესურსი, რაც უფრო მიმზიდველს ხდის დარგში ინვესტირებას. სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი გეგმით, გათვალისწინებულია შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების მეტი მხარდაჭერა; უახლოესი 10 წლის განმავლობაში, დარგში 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, საიდანაც სახელმწიფოს წილი 700 მილიონზე მეტია. შედეგად, ქვეყანაში კიდევ მეტად გაიზრდება ადგილობრივი წარმოება. დღეისათვის, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით, მიმდინარე საკრედიტო პორტფელი 1,3 მლრდ ლარამდეა, რაც 22-ჯერ აღემატება 2012 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ საკრედიტო პორტფელს (57 მილიონ ლარს). სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შექმნილია/გადაიარაღებულია და ფუნქციონირებს 1000-ზე მეტი საწარმო.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)