10:16 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 16:08:01, 409 ნახვა

საზოგადოება
პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს და შეუქცევად პროცესად ჩამოყალიბდება

სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უწყვეტი განათლების ხელშეწყობაა. აქტიურად მიმდინარეობს და შეუქცევად პროცესად ჩამოყალიბდება პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება; დაწყებულია საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მათი აკრედიტაცია, დარგობრივი პროფესიების პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ისეთი დეფიციტური სპეციალისტების მომზადებას, როგორებიცაა მეტყევე-ტაქსატორი, გარემოსდაცვითი მმართველი, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მცოდნე.

საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნასა და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის  უზრუნველყოფის მიზნით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და სემინარები სისტემურ ხასიათს მიიღებს. დამუშავებული სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, ასევე ითვალისწინებს წარმატების ისტორიების გაცნობა-გაზიარება. ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდას.

განათლებაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდი (GCF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შვედეთის, შვეიცარიის, ავსტრიის მთავრობები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics