|
2021-06-30 11:11:14, 485 ნახვა
საზოგადოება
პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2021 წლის სასწავლო კურსი დასრულდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2021 წლის სასწავლო კურსი დასრულდა. ონლაინ სემინარებისა და შემეცნებითი ტურების შემდეგ, მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა სერტიფიკატები გადასცა. „ეკოლიდერთა სკოლაში“ ვებინარები ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მოწვეული ექსპერტები უკითხავდნენ. პროექტის ფარგლებში, 12 ვებინარი ჩატარდა. ლექციები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის ეკოლოგიური უფლებები, ნარჩენების მართვის პოლიტიკა, დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება, გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი გარემოს დაცვაში. სასწავლო კურსის შემაჯამებელი კვირეულის ფარგლებში, შემეცნებითი ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მოეწყო. ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მასში მონაწილეობა მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა „ეკოლიდერთა სკოლა” ყოველწლიურად ჩატარდება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)