|
2021-06-28 12:47:10, 803 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 რადიომაუწყებელს 1.5 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოეწერება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 რადიოკომპანიას შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრისადმი“ დაგროვილ 1.5 მილიონი ლარის დავალიანებას და წლის ბოლომდე მომსახურების საფასურ ჩამოეწერება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პანდემიის შედეგად კომპანიებისთვის რეკლამისგან შემცირებული ან შეწყვეტილი შემოსავლებია. „მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი“, რომელიც ფლობს მთელი საქართველოს მასშტაბით ანძებს. ამ ანძების მეშვეობით სხვადასხვა რადიომაუწყებელს სიხშირეებს ვაწვდით. ჩვენ და ასევე მარეგულირებელ კომისიას ცოტა ხნის წინ მიმართა 24-მდე რადიოკომპანიამ და მოითხოვეს ამ ტელე-რადიო ცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება. ეს ახსნილი იქნა კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. ჩვენ ეს მოთხოვნა გავიზიარეთ მათ შორის, მათი არგუმენტაცია. მართლაც, რადიოკომპანიების ძირითადი შემოსავალი არის რეკლამა, მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა, მათ შემოსავლები ან შეუწყდათ ან შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე, მთავრობამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და 24 რადიომაუწყებელი კომპანის მიმართ დახლოებით 1.5 მლნ ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება მოხდება. ჩვენ გვინდა მათ ვუსურვოთ წარმატება. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო და მომავალშიც შევუწყობთ მათ შეუფერხებელ მუშაობას ხელს, ასევე, თავისუფალ რადიომაწყებლობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)