|
2021-06-22 10:36:35, 774 ნახვა
საზოგადოება
UNDP-ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ტყის მრავალფუნქციური გამოყენების ხელშემწყობი პროექტი მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტს „ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა” ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას; განსაკუთრებული აქცენტი ტყის ფართობებზე ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალის გამოყენებისა და ეკოტურიზმის განვითარებაზე კეთდება. სამუშაო შეხვედრას, რომელზეც პროექტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA), დაცული ტერიტორიების სააგენტოს (APA), გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად მუშაობს მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ტურისტული მარშრუტებისა და საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარება წარმოადგენს ეკოტურიზმის განვითარების ძირითად საფუძველს; შესაბამისად, საფეხმავლო ბილიკების განვითარების ეროვნული დონის ოპერაციული სახელმძღვანელო განვითარების პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი ინსტრუმენტი იქნება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ეკოტურიზმისა და ეკოსისტემური სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდება ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურისა და ჩოხატაურის სატყეო უბნებისთვის ეკოტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმებიც. მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა, სატყეო სექტორის მიმდინარე რეფორმისა და ტყის ახალი კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ტყის ეკოსისტემური სერვისების ეფექტიან გამოყენებასა და სოფლად განვითარების ხელშეწყობას.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)