|
2021-06-21 12:55:42, 918 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, ახალციხეში, პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო ბაზაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ორსართულიანი ახლადგარემონტებული ყაზარმა, საქვაბის ახალი შენობა, მულტიფუნქციური ახლადმოწყობილი სტადიონი და სველი წერტილების შენობა მოინახულეს. უახლოეს პერიოდში ბატალიონის ტერიტორიაზე სასადილოს, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, დროშის ანძის მონტაჟის სამუშაოები განხორციელდება. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით, ბაზებზე ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მოცულობის თანხა იყო და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა. წელს ეს პოლიტიკა გრძელდება და ინფრასტრუქტურის გამართვასა და მშენებლობაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ თანხებით 100-მდე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება. შედეგად, ქართველ სამხედროებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნებათ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)