2021-06-21 12:28:41, 1055 ნახვა
სამართალი
„ვიქტორია სექიურიტის“ თანამშრომელი ძალდობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. თბილისში დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ვიქტორია სექიურიტის“ თანამშრომელმა - თ.კ.-მ მიმდინარე წლის 17 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ ზ.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),