|
2021-06-14 17:12:11, 998 ნახვა
კომენტარი
ახვლედიანი გახელაძეზე - ბევრად რთულ შემთხვევებთან გვქონია საქმე და დაგვიხსნია მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან
ბევრად რთულ შემთხვევებთან გვქონია საქმე და დაგვიხსნა ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ასევე წარმატებით განხორციელდება ზაზა გახელაძის შემთხვევაში - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჟურნალისტებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იყენებ ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა მოგვარდეს უკანონო დაკავების აღნიშნული ფაქტები. „ჩვენ ერთობლივად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეუთოს თანთავმჯდომარე ელჩ ანიკა სოდერთან ერთად გავესაუბრეთ ოჯახს, მივაწოდეთ მათ დეტალური ინფორმაცია თითოეული ჩვენგანის მხრიდან, განსაკუთრებით სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო პარტიორების მხარდჭერით, თუ რა ღონისძიებები ტარდება, თუ რა პროცესი მინდინარეობს და იმ ძალისხმევის თაობაზე, რასაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძე, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც დღეს იმყოფებიან უკანანონო პატიმრობაში, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. ქალბატონმა ანიკა სოდერმა ეუთოს თანთავმჯდომარემ თავის მხრივ აღუთქვა ოჯახს, რომ ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში აუცილებლად მწვავედ დააყენებს კიდევ ერთხელ ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხს და გადასცემს ოსურ საზოგადოებას ოჯახის გზავნილებს. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კიდევ ერთელ გაუსვა ხაზი ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას და იმედი მისცა ოჯახს, რომ აუცილებლად მოხდება ზაზა გახელაძის გათავისუფლება. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური, კონსოლიდირებული ძალიხმევით იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა მოგვარდეს უკანონო დაკავების აღნიშნული ფაქტები, მათ შორის აღსანიშნავია აქ დასმულ ერთ-ერთ შეკითხვაზე საპასუხოდ, რომ ეს არის მიმდინარე პროცესი, ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ რთულ შემთხვევასთან, ჩვენ გვაქვს საქმე რუსულ ოკუპაციასთან, დესტრუქციულ მიდგომასთან, რომელსაც როგორც ასევე ელჩებმა აღნიშნეს იყენებენ და მანიპულირებენ ადამიანების სიცოცხლით. ამ აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პროცესის განმავლობაში არის კონკრეტული ეტაპები, რომელთა დროს ჩვენ ვიყენებთ ყველა ადეკვატურ და იმ ეტაპისთვის ჩვენ ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, ამიტომ რწმენა გვაქვს ბუნებრივია, რომ ზაზა გახელაძე გათავისუფლდება მაისში, ივნისში თუ მომდევნო თვეებში, ეს არის პროცესი. გასულ წლებში ბევრად უფრო რთულ შემთხვევებთან გვქონია საქმე და დაგვიხსნა ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან, რაც დარწმუნებული ვარ, რომ ასევე წარმატებით განხორციელდება ზაზა გახელაძის შემთხვევაში"-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)