|
2021-06-12 10:23:55, 1164 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით „ნამახვანიჰესის“ მშენებლობის საკითხზე პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და „რიონის მცველების” წარმომადგენლები. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა არ არის უშუალოდ მედიაციის პროცესი და შეეხება მხარეების მიერ საკუთარი პოზიციების გაცნობას. „დღევანდელ დღეს აქვს ის მიზანდასახულობა, რომ მხარეებმა დავაყენოთ ჩვენი პოზიციები და ამის შემდეგ განისაზღვრება, თუ რამდენად შესაძლებელია ზოგადად ამ მედიაციის პროცესის დაწყება. დღევანდელი დღე არ არის უშუალოდ მედიაცია და რაღაც საკითხების შინაარსობრივი განხილვა. დღევანდელი დღე ემსახურება უბრალოდ იმას, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები მხარეებმა ვთქვათ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)