|
2021-06-09 13:08:44, 666 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავამ აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ადამიანებს „აკრედიტაციის საერთაშორისო დღე" მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ადამიანებს „აკრედიტაციის საერთაშორისო დღე" მიულოცა. ამის შესახებ ნათქვამია მინისტრის მილოცვაში, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა. "აკრედიტაციის საერთაშორისო დღეს ვულოცავ სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლებს, აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ყველა შემფასებელსა და ექსპერტს და რა თქმა უნდა, აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თქვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისკენ. განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთაც იღებთ საქართველოში წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების მსოფლიოს ბაზრებზე დაშვების და ამით ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდის მიმართულებით", - განაცხადა მინისტრმა. აკრედიტაციის საერთაშორისო დღე - 9 ივნისი, 2008 წლიდან აღინიშნება. აკრედიტაციის საერთაშორისო დღის დაფუძნების ძირითადი მიზანი იყო აკრედიტაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აკრედიტაციის მნიშვნელობის ხაზგასმა, როგორც ნდობის მექანიზმისა, რაც გამოიხატება იმაში, რომ განვითარებული ქვეყნები აკრედიტაციის მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყოფენ პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებას. მინისტრის განცხადებით, აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოების საქმიანობა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ბევრ სფეროში - დაწყებული საავტომობილო გადაადგილების უსაფრთხოებიდან დამთავრებული სამშენებლო სფეროს, სურსათისა და სამედიცინო მომსახურების უსაფრთხოებით. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2017 წლიდან საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი აღიარებულია ევროკავშირის აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ და ამ მიმართულებით საქართველო არის ლიდერი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში (სამხრეთ კავკასიაში), არამედ - აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს შორისაც. კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო აკრედიტაციის ცენტრს, აკრედიტაციის ცენტრის ყველა შემფასებელსა და ექსპერტს და აკრედიტებული ორგანოების წარმომადგენლებს პროფესიულ ასპარეზზე და კიდევ უფრო მეტი წარმატება - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერის გზაზე", - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)