11:10 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 17:53:55, 717 ნახვა

კომენტარი
ლევან იოსელიანი „ნაცმოძრაობას“ - სამართალმა პური ჭამა, თქვენ აქ სხედხართ და მე ტრიბუნასთან ვდგავარ

„სამართალმა პური ჭამა, თქვენ სხედხართ აქ და მე ვდგავარ ტრიბუნასთან“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სათქმელი ბევრი აქვს, თუმცა ადამიანების პრობლემებზე საუბარი ურჩევნია.

„ვიტყვი ერთ რამეს, რომ სამართალი ნამდვილად ურმით დადის და დღეს ის დღეა, როდესაც სამართალმა პური ჭამა, თქვენ სხედხართ აქ და მე ვდგავარ ტრიბუნასთან.

გესაუბრებით და ბევრი რამის თქმა შემიძლია, ოღონდ მირჩევნია იმ საკითხზე ვილაპარაკო, რაც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტად ადარდებთ და ჩვენს მოქალაქეებს ადარდებთ ნამდვილად ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს.

ეროვნული ტრაგედიის მასშტაბის ამბავია, როდესაც ყოველწლიურად ჩვენს გზებზე იღუპება დაახლოებით 450 ადამიანი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics