|
2021-06-08 14:17:27, 504 ნახვა
საზოგადოება
თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება
თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის ეკოლოგიური პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ამ სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. დენდროლოგიური პარკის ტერიტორია 160 ჰექტარზეა გადაჭიმული. დაგეგმილი გვაქვს მისი განახლება-კეთილმოწყობა. პროექტი უკვე მზად გვაქვს და სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, 2 წელი დაჭირდება, რადგან საკმაოდ მასშტაბურია. იქვე ახლო გადავა ზოოპარკი ქალაქის ცენტრიდან, რადგან იქ ამის სივრცე და შესაძლებლობა არსებობს. ასევე, გვაქვს იდეა, რომ დენდროლოგიურ პარკში მოვაწყოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სივრცე - გავაკეთოთ პატარა კუბები, სადაც ახალგაზრდებს - მხატვრებს, არტისტებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ სივრცეებით უფასოდ ისარგებლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)