|
2021-06-07 23:10:26, 1219 ნახვა
საზოგადოება
დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში ბინები გადაეცემა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი, ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. კომისიის მუშაობის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. „დევნილი ვეტერანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სპეციალურ პროექტს ვახორციელებთ. ამ ეტაპზე, ბინას დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადავცემთ. 100-მდე ოჯახი კი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც მიმდინარე წელს უპირობოდ განსახლდებიან“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში (აბაშიძის გამზ. N27) სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში 8 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილი ოჯახების სია და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://idp.gov.ge/statement-48/
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)