|
2021-06-07 11:12:13, 1106 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში შეხვედრა „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” გაიმართა
ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გამართა. ჰაერის ხარისხთან და გარემოსდაცვით გამოწვევებთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ შეხვედრას ადგილობრივი სკოლების ეკოკლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და ქ.რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ გახსნეს. თამარ ალადაშვილმა ქ.რუსთავში ჰაერის დაცვის საკითხებსა და გარემოსდაცვით გამოწვევებთან დაკავშირებით მიმდინარე იმ აქტივობებზე ისაუბრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. საინფორმაციი შეხვედრაზე თამარ ალადაშვილმა იდეების კონკურსი „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” წარადგინა. კონკურსის მიზანია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული გამოწვევების, მისი გადაჭრის გზების და მიმდინარე რეფორმების, მათ შორის, რუსთავის ჰაერის ხარისხის პროგრამის შესახებ სკოლის მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად ჩაერთონ მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარებაში. გამარჯევბულ 2 სკოლას გადაეცემა პრიზები წარმოდგენილი იდეების განსახორციელებლად.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)