|
2021-06-05 18:19:31, 699 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე: აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი გადაცდომები ფორმალური ხასიათისაა
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი გადაცდომები, ძირითადად, ფორმალურ ხასიათს ატარებს, მათ შორის თანამშრომლთა სამუშაო საათების აღრიცხვა. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის თანამშრომლების უმრავლესობის სამუშაო დღე დილით ტურნიკეტზე ბარათის მიდებით არ იწყება. „სახეზე გვაქვს ფორმალური ტიპის გადაცდომები. მაგალითად, თანამშრომლებისა და მათი ნამუშევარი საათების აღრიცხვა ტურნიკეტის მეშვეობით. პირველ რიგში, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მერიის თანამშრომლების ნახევარზე მეტის საქმე დილით ტურნიკეტზე ბარათის მიდებით არ იწყება. ისინი ქალაქში უმრავ საქმეს აკეთებენ: ზოგი პირდაპირ ობიექტზე მიდის, ზოგი სკვერში, ზოგი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ზოგი მოქალაქესთან შეხვედრით იწყებს თავის სამუშაო დღეს. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება, ტურნიკეტის მონაცემებით არ ჰქონდეს თანამშრომელს სრულად გამომუშავებული გეგმიური საათების რაოდენობა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი აუდიტის სამსახურმა უნდა დააფიქსიროს. ჩვენ აუდიტის სამსახურთან კომუნიკაციისთანავე დავიწყეთ მოკვლევა. თუ გამოვლინდა დარღვევის ფაქტები, ცხადია, რეაგირებას მოვახდენთ. გაითვალისწინეთ, რომ მუნიციპალიტეტში მუშაობს 28 ათასი თანამშრომელი და მერია ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოებს ახორციელებს. დიდ საქმესთან ერთად, ჩემთვის მოულოდნელი არ არის მსგავსი ტიპის ფორმალური გადაცდომები“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. რაც შეეხება დიდი გამავლობის ავტომობილების შეძენას, ვიცე-მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ნებისმიერი ფორსმაჟორისთვის მზად უნდა იყოს. „ბოლო წლები ძალიან მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტში ხშირად აქვს ადგილი ფორსმაჟორულ გარემოებებს. ნებისმიერი სიტუაციისთვის მერიას უნდა ჰქონდეს მზაობა. ავტოპარკი მუდმივად გასაახლებელია. ეს აქამდეც კეთდებოდა, დღესაც კეთდება და მომავალშიც ასე იქნება, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის და ყველა კუთხით მივეხმაროთ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. ვიცე-მერის განცხადებით, იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, მუნიციპალიტეტს მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს. „არ ვამბობ, რომ ცალკეული გადაცდომები არ არსებობს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები დაფიქსირებულა ბოლო წლების განმავლობაში. სადაც დარღვევები გამოვლინდება, სათანადო რეაგირებასაც მოვახდენთ. აუდიტის სამსახურის ეს დასკვნა სიახლე არ არის. გარკვეული დარღვევები მუნიციპალიტეტში ყოველთვის ხდებოდა. მთავარია, მუნიციპალიტეტმა საქმე გააკეთოს, ასეთი ტიპის დარღვევების მიმართ ვიყოთ ყურადღებით და არსებობდეს ინსტრუმენტი და მექანიზმი, რომ მოვახდინოთ პრევენცია, რათა გადაცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ხოლო თუ ისინი მაინც განმეორდება, დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წლებში თბილისის მერიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებში საწვავის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმის 632 ფაქტი გამოავლინა. აუდიტის თანახმად, ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმულია 57.7 ათასი ლარის ღირებულების 29.0 ათასი ლიტრი საწვავი.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)