|
2021-06-05 12:58:36, 930 ნახვა
საზოგადოება
ყიფშიძის N10-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში, ყიფშიძის N10-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა. ასევე, ურბანული ავეჯი და განათების ქსელი დამონტაჟდა. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა. ახალი დასასვენებელი სივრცე ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, გახსნა. „ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით და მათი აქტიური ჩართულობით, მოვამზადეთ აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი და შემდგომში დავიწყეთ განხორციელება. სივრცე გამოვიდა ლამაზი, მწვანე, კომფორტული, სადაც არამარტო ამ კონკრეტული მისამართის მცხოვრებლებს, არამედ მიმდებარე სახლების მოსახლეობასაც შეუძლია დასვენება“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ. აღნიშნული სამუშაოები, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „ემ ემი“ შეასრულა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)