|
2021-06-05 11:16:39, 796 ნახვა
საზოგადოება
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანას მხარი დაუჭირა
5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა. 2021 წელს, ამ დღეს, დაცული ტერიტორიების სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება - ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN), როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის საკონსულტაციო ორგანომ (WHC), ოფიციალური რეკომენდაცია გაუწია საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ შეტანას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ერთწლიანი შეფასებებისა და ექსპერტთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, IUCN-მა სრულად დაუჭირა მხარი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნომინაციის დოკუმენტს. IUCN–ის რეკომენდაციის საფუძველზე, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ ნომინაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის (WHC) 44-ე გაფართოებულ სესიაზე მიიღებენ, რომელიც ჩინეთში, ქალაქ ფუჟოუში, მიმდინარე წლის 16–31 ივლისს გაიმართება. საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს მთავრობისა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია: მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, 2019 წელს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარადგინეს. IUCN-ის ექსპერტების დასკვნა იხილეთ: https://whc.unesco.org/archive/2021/whc21-44com-8Binf2-en.pdf
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)