|
2021-06-04 17:26:51, 1016 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ნადარეიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე
„საქართველოს მთავრობა ავითარებს ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რომლის განუყოფელი ნაწილია ინოვაციური ეკოსისტემა და მის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რომელიც ფუნდამენტურ როლს თამაშობს წარმატებული კომერციალიზაციის ნაწილში, რაც არის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ყველა გამოგონების საბოლოო მიზანი" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირის პროექტის" (EUGIPP) კომპონენტის „IP in Education" დასკვნით ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე სკოლის ასაკიდან ბავშვებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობებსა და მექანიზმებზე, რომლებიც არსებობს მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში იმ ეკოსისტემის ფარგლებში, რომელსაც ქმნის მთავრობა კერძო სექტორთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. „ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ „საქპატენტთან" ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით - ყველა პროექტი გადის პატენტუნარიანობის შემოწმებას, რაც, საბოლოო ჯამში, გარდაისახება გამოგონებების, ინოვაციების, მათი მფლობელების ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში და წარმატებულ კომერციალიზაციაში. ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციების, ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, რასაც ემსახურება ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ეს პროექტი" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში" წარმოადგენს „საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP) პროექტის საპილოტე კომპონენტს, რომელიც გასულ წელს დაიწყო და მისი მიზანია მოსწავლეებში კრეატიულობის, ინოვაციურობისა და შემოქმედებითობის გაღვივება, საჯარო სკოლების მასწავლებლების გადამზადება, ისევე როგორც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილების ჩატარება. პროექტს „საქპატენტი" და ინტელექტუალური საკუთრების ევროკავშირის უწყება (EUIPO) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)