|
2021-06-04 16:40:21, 573 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას მინისტრი ბექირ პაკდემირლი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. „ცხოველთა ჯანმრთელობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. მემორანდუმის ფარგლებში გაწეული სამუშაო საშუალებას მისცემს ქართველ მწარმოებლებს, ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი გაზარდონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ბექირ პაკდემირლიმ მზადყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით თურქეთში დანერგილ ელექტრონულ სისტემებთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიაროს. „გვაქვს ფერმერთა და ცხოველთა ელექტრონულ რეგისტრაციის სისტემების წარმატებული პროგრამები; ასევე, გვაქვს ელექტრონული სასოფლო-სამეურნეო ბაზარი, რომელიც ფერმერების სარეალიზაციო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას და შემოსავლების ზრდასა ემსახურება“, - განაცხადა ბექირ პაკდემირლმა. როგორც შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო, თურქულ მხარესთან ერთად, თევზჭერის და სატყეო მიმართულებებით თანამშრომლობის მემორანდუმების პროექტზე მუშაობს, რაც მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამეცნიერო, მარცვლეული კულტურების, სატყეო და სასურსათო პროდუქციის ნარჩენების მართვის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მეთხილეობის მიმართულებით სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც დადებითად აისახება როგორც საექსპორტო ბაზრების გაფართოების, ასევე თხილის რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებზე. შეხვედრას თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების და თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)