|
2021-06-01 13:45:23, 454 ნახვა
საზოგადოება
მომსახურების სააგენტო ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავდათ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში და 31 მაისის ჩათვლით არ გაუვლიათ საბაჟო პროცედურები, 2021 წლის 1 ივნისიდან დაეკისრებათ კანონმდებლობით დადგენილი საჯარიმო სანქციები. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. მათი განმარტებით, საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა ორჯერ გადაუვადდათ და საბოლოო თარიღად 31 მაისი განისაზღვრა. „მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში პირბადით გამოცხადდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)