|
2021-06-01 13:44:42, 541 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომელიეები, რესტორატორები, ღვინის სფეროს მწერლები, მედიის წარმომადგენლები კრაკოვიდან და კატოვიცედან. „დეგუსტაციაზე, ძირითადად, წარმოდგენილი იყო ქართლის, კახეთისა და იმერეთის იმ მცირე მარნების 10-მდე დასახელების ღვინო, რომელთა ექსპორტი დღეისათვის პოლონეთის ბაზარზე არ ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას. ქ.კრაკოვში გამართულ ქართული ღვინის წარდგენას ღვინის ჟურნალისტი მარიუს კაპჩინსკი და კომპანიის „მალინოვა“ ხელმძღვანელი მარჩინ სვიატკოვსი უძღვებოდნენ. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან პოლონეთში ღვინის რეალიზაცია 60-მდე კომპანიამ განახორციელა და ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო. ზრდამ, 2019 წლის ექსპორტთან შედარებით, 30% შეადგინა. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 2,2 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 11%). ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, მიმდინარე წელასაც აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)