|
2021-05-31 13:16:26, 395 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რიგით მე-11 განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რიგით მე-11 განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპო ჯორჯიასთან პარტნიორობით, წლევანდელმა ღონისძიებამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, მის მთავარ მიზანს კი აბიტურიენტებისა და სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დარგის პროფესიონალებისგან მიეღოთ საჭირო ინფორმაცია მომავლის პროფესიებზე, შრომით ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა თუ შესაძლებლობებზე. ე.წ. „შეხვედრების ოთახებში“ კი თავად სპიკერების გამოცდილებაზე დაყრდნობით მოესმინათ რჩევები YouTube-ერობის მიმართულებით. ასევე, content management-ისა და copywriting-ის შესწავლის გზებზე. პანელური დისკუსიების ფარგლებში, დამსწრეებმა იმ შესაძლებლობებზეც შეიტყვეს, რასაც საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების პროგორამა „ლიდერატორის“ მეშვეობით ქმნის. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის სტიპენდიანტებმა დამსწრეებს Fulbright-ისა და Chevening-ის პროგრამების ფარგლებში დაგროვილი გამოცდილებებიც გაუზიარეს. შეხვედრის ბოლოს საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს სტიპენდიანტებისათვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. „განათლების საერთაშორისო გამოფენა არაჩვეულებრივი გზაა სტუდენტებისთვის გაიგონ მეტი დასაქმების პერსპექტივებზე და აღმოაჩინონ ახალი სფეროები. მიიღონ მათთვის სწორი გადაწყვეტილებები. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის და განათლების საერთაშორისო გამოფენის პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს მათი კარიერული განვითარების გზაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა პროექტების მეშვეობით განათლების ხელშეწყობას, იქნება ეს სასტიპენდიო და სტუდენტური დასაქმების პროგრამები თუ სხვა ინიციატივები. ჩვენი მიზანია მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა განათლებისთვის საჭირო რესურსებზე, რათა შეძლონ განვითარება და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, - განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)