|
2021-05-25 10:36:27, 586 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 25 მაისს, 13:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი; 1921 წლის კონსტიტუცია დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერებით; მთავრობის, ეროვნული საბჭოს, დამფუძნებელი კრებისა და სახელმწიფო სტრუქტურების საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტების დედნები; ემიგრაციაში მყოფი მთავრობის მუშაობის ამსახველი მასალა; დემოკრატიული რესპუბლიკის გერბისა და შტანდარტის ორიგინალები; 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტომასალა; ლევილის უკანასკნელი არქივში გაერთიანებული დოკუმენტები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ექსპონატებისა, რომელიც დამთვალიერებელს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დახვდება. ექსპოზიცია ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და გამოფენის ნახვა შესაძლებელია ყოველდღე, ორშაბათის გარდა, კოვიდრეგულაციების დაცვით.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)