20:23 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 16:03:38, 501 ნახვა

საზოგადოება
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედნიდან „მშრალი ხიდისკენ“ მსვლელობას მართავენ

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის წევრები, რესპუბლიკის მოედნიდან „მშრალი ხიდისკენ“ მსვლელობას მართავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა მსვლელობის დაწყებამდე განაცხადა, მშრალ ხიდზე გადაიკეტება მოძრაობა, სადაც აქციის ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლები გაგრძელდება.

„4 საათზე დავიწყებთ მსვლელობას, „რედისონის“ გავლით, თაბუკაშვილის ქუჩით, მშრალი ხიდის მიმართულებით. წინ გაგვიძღვება ერთი მანქანა, რომელზეც დამონტაჟებული იქნება შესაბამისი აპარატურა, რომ კომუნიკაცია დავამყაროთ ერთმანეთთან და გავყვეთ ამ მოძრაობას. მშრალი ხიდის მიმართულებით, სადაც გადაიკეტება მოძრაობა ჩვენგან, შევჩერდებით და მკაფიო ვიტყვით ჩვენს პოზიციებს“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics