|
2021-05-24 12:19:19, 505 ნახვა
საზოგადოება
დიასპორის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი ვიდეომიმართვას ავრცელებს
დიასპორის დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის უწყება მოქალაქეებს 2-კვირიან აქციას სთავაზობს, რომელიც მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული. „ძვირფასო თანამემამულეებო, გილოცავთ დიასპორის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანაა. 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებისას საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარების ვალდებულება ჩვენ ერთობლივად ავსახეთ საქართველოს კონსტიტუციაში. სწორედ ამის უზრუნველსაყოფად ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივით და ბატონი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით იუსტიციის სამინისტრო გთავაზობთ აქციას, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სპეციალურად თქვენს საჭიროებებზე იქნება მორგებული. მე წილად მხვდა პატივი, 2 წლის განმავლობაში მემუშავა დიასპორის საკითხებზე. თქვენთან ერთად გატარებული ეს პერიოდი ჩემთვის ყოველთვის ძალიან თბილ და სასიამოვნო მოგონებებთან იქნება ასოცირებული. მინდა მადლობა გადავუხადო მტელი მსოფლიოს მასშტაბით თითოეული საკვირაო სკოლის მასწავლებელს, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, ახალგაზრდა ელჩებს და სასულიერო პირებს, რომლებსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პოპულარიზაციასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში განუზომლად დიდი წვლილი შეაქვთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)