23:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 12:51:31, 541 ნახვა

სამართალი
სადახლოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებული არიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ერთობლივი ღონისძიების ედეგად, „სადახლოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რისკის ანალიზის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უკრაინის რესპუბლიკის სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომობილი, რომლის დეტალური დათვალიერების შედეგად, ძარის კონსტრუქციაში მოწყობილ სპეცილურ სამალავში აღმოჩენილი იქნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაახლოებით, 230 ათასი ლარის ღირებულების, აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული არადეკლარირებული სიგარეტი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების მკაცრი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics