17:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 10:31:52, 567 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე სამკილომეტრიანი საავტობუსე ზოლი დაიხაზა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული და სწრაფი გადაადგილების მიზნით, რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი დაიხაზა. ე.წ. ბასლეინის სიგრძე სამ კილომეტრს შეადგენს.

მიმდინარე წელს დედაქალაქში 20 კილომეტრის სიგრძის ავტობუსის ზოლი შეიქმნა.  ამავე წელს ასევე, დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 60 კილომეტრამდე გაზრდა, რაც მთლიანი სატრანსპორტო დერეფნის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს.

ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილი ზოლები უკვე დახაზულია ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას, პუშკინის, ბარათაშვილის, ალექსიძის, ვეკუას, ხიზანიშვილის, იონა ვაკელის, ჩოლოყაშვილის, კალანდაძის, კანდელაკის, შარტავასა და ვახტანგ გორგასალისა ქუჩებზე. ასევე, ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, რობაქიძის (ნაწილობრივ) გამზირებზე და ბარათაშვილის აღმართზე.

სამომავლოდ, ავტობუსის ზოლები განთავსდება შემდეგ მისამართებზე: პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის, თამარაშვილის, აფხაზის, ჰოლბრუკის, ხმელინცკის, ჯავახეთის, ჩაჩავას, დადიანის, წინამძღვრიშვილის, გაგარინის, ერისთავის, ბელიაშვილის, ბალანჩინის, მირიან მეფის, პეტრიწისა და არჩილ მეფის ქუჩებზე; ბერი გაბრიელ სალოსის, ქეთევან დედოფლის, ვაჟა-ფშაველას, მოსკოვის, თამარ მეფის, წერეთლის, გელოვანის, რობაქიძის (სრულად), ფარნავაზ მეფისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე.

აღნიშნული გეგმა დამუშავების პროცესშია და შესაძლოა, მასში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics