|
2021-05-13 21:59:35, 771 ნახვა
საზოგადოება
რა არის საჭირო კარგი ლაშქრობისთვის
გაზაფხულზე, როცა მზიანი ამინდი ორ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ლაშქრობის მოყვარულები უკვე იწყებენ მზადებას ახალი თავგადასავლებისთვის. დამწყებმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ლაშქრობების მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია, შეიძლება ბევრ რამეში ეჭვი შეიტანოს - რომელია კარგი პარალონი? რამდენ კაციანი კარავია საუკეთესო? საძილე ტომარა მართლა აუცილებელია? და ზურგჩანთა? სკოლაში რომ მქონდა ეგ გამოდგება? - ყველა ეს კითხვა თავის პასუხს მოითხოვს და ყოველთვის შეიძლება საუკეთესოზე საუკეთესო ხარისხის ინვენტარის შეძენა, თუმცა პირველ რიგში აუცილებელია კონკრეტულად იცოდეთ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ლაშქრობა შედგეს და მთელი თვის ხელფასი მხოლოდ ინვენტარში არ გაუშვათ. კარავი არ აქვს აზრი რაც არ უნდა კარგი სალაშქრო ინვენტარი გქონდეთ, თუ ნორმალური კარავი არ გაქვთ. უპრველესი საფიქრალი სწორედ ისეთი კარვის არჩევაა, რომელიც სისხლს არ გაგითეთრებთ მისი გაშლისას და ღამესაც მშვიდად გაათევთ. კარვების საკმაოდ ბევრი ტიპი არსებობს, რომელიც თავისი დანიშნულები მიხედვით იყოფა და რასაც აქვს თავისი დადებითიც და უარყოფითიც. სალაშქრო კარავი სწორედ ის ტიპია, რომელსაც შესაძლოა ეძებდეთ, რადგან ფუნქციურად, სწორად ამისთვისაა შექმნილი. სალაშქრო კარვები არ არის მძიმე, შედარებით გამძლეა და შეიძლება დაბალ ფასშიც კარგის პოვნაც. ზურგჩანთა ზურგჩანთა თუ თქვენზე მორგებული არ არის, დაგვერწმუნეთ, ლაშქრობისას გასავლელი გზა არც თუ ისე სასიამოვნოდ გექცევათ, შესაბამისად ეს ის დეტალია, რომლის არჩევისას განსაკუთრებთ ყურადღებით უნდა იყოთ. ზურგჩანთები ერთმანეთისგან განსხვავდება და კონკრეტული ტიპი მორგებულია კონკრეტული აქტივობისთვის. სალაშქრო ზურჩანთები იყოფა გამოყენების დღეების მიხედვით, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდით, რა ხნით მიდიხართ ლაშქრობაში. რამდენიმე დღიანი ლაშქრობისთვის იდეალური ვარიანტია სტანდარტული ტიპის სალაშქრო ზურგჩანთა, რომლის ტევადობა დაახლოებით 40-60 ლიტრია. თუ უფრო დიდი ხნით აპირებთ წასვლას, მაშინ მრავალდღიანი ტიპის სალაშქრო ზურგჩანთას გირჩევდით, ვინაიდან მისი ტევადობა არის საშუალოდ 60-80 ლიტრი და გამოირჩევა მეტად გამძლეობით. საძილე ტომარა იმისათვის, რომ ღამე კომფორტულად და თბილად იყოთ, აუცილებელია კარგი და კომფორტული საძილე ტომრის არჩევა, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა ტემპერატურასა და სეზონზე. სალაშქრო საძილე ტომარა განკუთვნილია საშუალო ან მაღალი ტემპერატურისთვის, ყველაზე გავრცელებული კი 3 სეზონიანი საძილე ტომარაა, რომელიც საუკეთესოა კარგ ამინდებში ლაშქრობისას. ხოლო, თუ ზამთარში ან ცუდ ამინდში გაქვთ განზრახული გასვლა, მაშინ ზამთრის საძილე ტომარა საუკეთესო ვარიანტია, რომელიც განკუთვნილია -18 და უფრო დაბალი ტემპერატურისთვის. თუ ფიქრობთ, რომ ლაშქრობა ძალიან გაინტერესებთ და გსურთ წლის ნებისმიერ პერიოდში მზად იყოთ, საუკეთესო ვარიანტია ზამთრის საძილე ტომარასთან ერთად 3 სეზონიანიც გქონდეთ. პარალონი ნებისმიერი სალაშქრო ინვენტარი მოიცავს პარალონს, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი გასვლისთვის. პარალონი განკუთვნილია ძილისთვის, ვინაიდან მის გარეშე ღამის განმავლობაში სითბოს დავკარგავთ და შეიძლება ვერც გავთბეთ იმისდა მიუხედავად, რამდენად თბილი საძილე ტომარა გვაქვს არჩეული. სალაშქროდ საუკეთესო ალტერნატივა ქაფოვანი ტიპის პარალონია, რომელსაც აქვს თერმო ამრეკლი შრე. გაითვალისწინეთ, პარალონი ყოველთვის დააფინეთ ისე, რომ ეს მხარე ზემოთ იყოს, ვინაიდან ის ინარჩუნებს სხეულის სითბოს.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)