|
2021-05-13 12:38:09, 441 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ბიზნეს კლუბის ვიდეოსერიები ქუთაიდან გრძელდება
დღეს, 12.00 საათზე თიბისი ბიზნესის ფეისბუქ გვერდზე მორიგი ვიდეოსერიის ჩვენება გაიმართება. ბიზნეს საუბარი, ამჯერად, ქუთაისში მიმდინარეობს და ადგილობრივ ბიზნესებს წარმოადგენს. ვიდეოსერიის მეორე ფილმის სტუმრები იქნებიან ალექს ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე მშვილდაძე, რესტორან „აგერარის“ დამფუძნებელი, ქრისტინე ლორთქიფანიძე, საკონსულტაციო კომპანია „ანოვა“ და მარიკა თვარაძე, რესტორან „დების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ისინი ისაუბრებენ კომპანიის განვითარებისა და ბრენდინგის თავისებურებებზე, რაც ქუთაისში არსებული ბიზნესებისთვის არის დამახასიათებელი; სტუმარმასპინძლობის ქუთაისურ კულტურასა და უნიკალურ გამოცდილებაზე, რომელსაც ეს მხარე სთავაზობს ადამიანს. ვიდეოსერიები მიზნად ისახავს თიბისი ბიზნეს კლუბის წევრების მხარდაჭერასა და განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა საკითხზე. თიბისი ბიზნესი ვიდეოსერიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კვლავ შემოგთავაზებთ.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)