|
2021-05-12 17:20:41, 718 ნახვა
საზოგადოება
დაანონსებულია სარაკეტო იერიში - ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია საქართველოს მოქალაქეებს მოსალოდნელი ავიაიერიშის შესახებ აფრთხილებს. როგორც ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. „დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით. ქალაქები თელ ავივი, ხულონი, რამლე, ბათ იამი, ლოდი, ჰერცელია, რიშონ ლეციონი, გივატაიმი, ბნეი ბრაკი, რამათ განი და მათი შემოგარენი დასახლებები რეალური საფრთხის ქვეშ იქნებიან. დღეს ბევრი გავიდა სამუშაოდ. გთხოვთ, თავი შეიკავეთ ისეთ მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც თავშესაფარი მიუღწევადია (ძირითადად ტრასებზე). 17:30-მდე დავრუნდით საცხოვრებელ სახლებში. თუ ვერ მოახერხებთ, დარჩით ახლანდელ ლოკაციაზე. თვალყური ადევნეთ ინფორმაციებს. არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენს გარშემო ახლა სიმშვიდეა და ასე შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენს ახლობლებს საქართველოში და მსოფლიოში დიდი მადლობა თანადგომისთვის და გთხოვთ, საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირებისას არ იკითხოთ „როგორ არიან” კითხეთ: „სად არიან” და მოუწოდეთ საცხოვრებლებში დაბრუნებისკენ. არ გაითვალისწინოთ სოციალური ქსელით კერძო პირების დამაბნეველი მოწოდება, რომ სიწყნარეა და ყველაფერი კარგადაა. დაიცავით უსაფრთხოების წესები. ღმერთი შეგვეწევა თუ ფრთხილად ვიქნებით და არ გამოვცდით. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა ჩვენ!“,- წერს ლაშა ჟვანია.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)