|
2021-05-07 17:22:20, 870 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 87 პროექტი დაფინანსდა
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის სხვადასხვა ტიპის 87 პროექტი დაფინანსდა. ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 1 355 778 ლარია. 40 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, 47 კორპუსში კი ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ცოტნე დადიანის 144/14-ში, სადაც ახალი მილები 492 გრძივ მეტრზე მოეწყობა, ასევე, 12 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდება. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. „მოძველებული კომუნიკაციების გამო ამ კორპუსს ბევრი პრობლემა შეექმნა. ამ ეტაპზე წყალარინების ქსელს ვცვლით და შემდეგ მთლიან ეზოში კაპიტალურად შეკეთდება გზის საფარი. აღნიშნული პროექტით 58 ოჯახს მოუგვარდება პრობლემები“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. სამუშაოების ღირებულება 158 000 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)