|
2021-05-07 13:34:32, 784 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით 18 წლამდე მოსახლეობის აცრა არ იგეგმება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოში მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო განიხილავს. „საქართველოში ჯერ ალბათ ვერა. მოგეხსენებათ, ეს დაუშვა ახლა კანადამ. ჯერ მხოლოდ „ფაიზერზეა“ ჩატარებული კვლევები 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსახლეობაში. ასევე „ასტრაზენეკაც“ ატარებს ამ კვლევებს. ალბათ შემოდგომამდე მაინც, სანამ ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო არ განიხილავს, ჯერჯერობით ამაზე ჩვენთან საუბარი არ არის. თუმცა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას მსოფლიო ვერ დაამარცხებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)