|
2021-05-04 09:53:46, 552 ნახვა
საზოგადოება
კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილაში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, დაახლოებით 1 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და დაუფირნიშებელი 36 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). მათგან 28 ერთეული მორი სახერხის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, 8 ერთეული კი - მანქანის ძარაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი დანადგარი დალუქეს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)