23:30 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 15:46:40, 707 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - წლის ბოლომდე მოსახლეობის 65-70% უნდა ავცრათ, რომ გადავტეხოთ წელში კოვიდპანდემია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის 65-70% უნდა აიცრას, რათა „გადავტეხოთ წელში კოვიდპანდემია“.

თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში ანტივაქსერულ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანაში პროცესი გახდეს აქტიური.

„ჩვენ გვჭირდება 70% იმუნური ფენა, რომ გადავტეხოთ წელში კოვიდპანდემია. წლის ბოლომდე ჩვენ უნდა ავცრათ მოსახლეობის 65-70%, რაც ნიშნავს, რომ დღეში უნდა იცრებოდეს 5-6 ათასი კაცი. დღევანდელი მონაცემებით, დღეში 1 000-დან 1 500-მე ადაიანი იცრება. სამწუხაროდ, საქართველოში მძლავრობს ანტივაქსერული კამპანია, ზოგი გულწრფელად და ზოგიც, სამწუხაროდ არაგულწრფელად ეწინააღმეგება ვაქცინების გაკეთებას, პირდაპირ გეტყვით, ისეთი ადამიანებიც კი არიან საქართველოში, ვისაც როგორ გითხრათ, მიჭირს თქმა, მაგრამ ურჩევნია, თუ ვაქცინები არ გაკეთდება, პირბადეების ტარებ არ იქნება და შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს და შემთხვევების მატება დაბრალდება ხელისუფლებას. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვაქცინაციის პროცესი გახდეს აქტიური, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics