11:17 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 13:54:51, 434 ნახვა

საზოგადოება
საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობისათვის 82 სკოლის მოსწავლე დარეგისტრირდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში  „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" მონაწილეობისათვის 82 სკოლის მოსწავლე დარეგისტრირდა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და „რა?სად?როდის?" ინტელექტუალური თამაშის ფორმატით ტარდებოდა. მსოფლიო პანდემიის გამო, წელს კონკურსი განსხვავებული ფორმატით - ესეების კონკურსის სახით ტარდება.

პროექტის მოსამზადებელი ეტაპი 2021 წლის თებერვალში დაიწყო, ღონისძიების დასკვნითი ეტაპი კი 2021 წლის მაისში გაიმართება. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა პირველი რესპუბლიკის თემაზე ესეები მოამზადეს და საკონკურსო კომისიას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს.  ფინალურ ეტაპში მონაწილეობისთვის საკონკურსო კომისია 40 საუკეთესო ნაშრომის ავტორს შეარჩევს. ფინალისტებისთვის დასკვნითი კონკურსი zoom-ის პლატფორმაზე 2021 წლის მაისში გაიმართება. კონკურსანტებმა ესე კონკრეტულ თემაზე ონლაინრეჟიმში უნდა დაწერონ. თემის შინაარსზე ინფორმაციას ისინი  კონკურსის დღეს, ონლაინ რეჟიმში მიიღებენ.

საკონკურსო კომისია საბოლოოდ  10 საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს.

პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეროვნულ არქივს მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2021-1.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics